თანამედროვე ეპოქაში ინფორმაციის მიღება განსხვავებული და მრავალფეროვანი წყაროებით არის შესაძლებელი. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ერთი მოვლენის რამდენიმე განსხვავებული ვერსია მოვისმინოთ ან ამოვიკითხოთ, საბოლოოდ კი, მათი შეჯერებით, რეალურ სურათი მივიღოთ. დღევანდელ სამყაროში და ჩვენს ქვეყანაში თითოეული მედია საკუთარ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს, აქედან გამომდინარე, ობიექტური რეალობის დასანახად, არც თუ ისე მცირე ძალისხმევაა საჭირო.
რადიკალური ჯგუფები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები მედიას, როგორც პროპაგანდის იარაღს იყენებენ კონკრეტული საზოგადოებრივი განწყობის ჩამოსაყალიბებლად. უზარმაზარ ინფორმაციულ ნაკადში სიმართლის გარჩევა რთულია, მაგრამ შესაძლებელი. წარმოიდგინეთ, თუ დღეს ასეთი რთულია ობიექტური რეალობის აღქმა, რა იქნებოდა თუნდა 50 წლის წინ, საბჭოთა საქართველოში?
საინტერესოა, რა ხდებოდა საბჭოთა მედიაში და როგორ შუქდებოდა საერთაშორისო თუ ადგილობრივი მოვლენები მაშინ?
1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისი და 1980-იანი წლების ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მოვლენები ის თემებია, რომლებმაც საინტერესო გამოხმაურება ჰპოვა ქართულ საბჭოთა პრესაში